დონალდ ტრამპი - გრენლანდიის თავდაცვა ძირითადად ორძაღლიანი მარხილისგან შედგება
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, გრენლანდიის თავდაცვა ორძაღლიიანი მარხილისგან შედგება. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა air force one-ზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ტრამპის თქმით, გრენლანდია შეერთებული შტატებთან თუ არ მიაღწევს შეთანხმებას, მაშინ არსებობს საშიშროება, რომ კუნძულს რუსეთი ან ჩინეთი დაეუფლოს.
„იცით, რა არის მათი თავდაცვა? ორძაღლიანი მარხილი. ამასობაში რუსული გამანადგურებლები და წყალქვეშა ნავები, ასევე ჩინური გამანადგურებლები და წყალქვეშა ნავები ყველგან არიან“, – განაცხადა ტრამპმა.