დონალდ ტრამპი – გერმანიის პოპულისტურმა პარტიამ დიდი საღამო მოიწყო, გერმანელებს მობეზრდათ საშინელი საიმიგრაციო რეგულაციები, გავხადოთ გერმანია კვლავ დიდებული
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქსონია-ანჰალტის ფედერალურ მიწაზე ულტრამემარჯვენე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ არჩევნებში გამარჯვებას გამოეხმაურა.
ტრამპის განცხადებით, გერმანელებს საბოლოოდ მობეზრდათ საიმიგრაციო წესები და რეგულაციები, რომლებმაც, ტრამპის თქმით, გერმანიას დიდი ზიანი მიაყენა.
„ვაუ! გერმანიის პოპულისტურმა პარტიამ მართლაც ძალიან დიდი საღამო მოიწყო. მათ საბოლოოდ მობეზრდათ აბსოლუტურად საშინელი საიმიგრაციო წესები და რეგულაციები, რომლებმაც გერმანიას ძალიან დიდი ზიანი მიაყენა. ისინი აღმავლობის გზაზე არიან და ამას აღარ შეეგუებიან! გავხადოთ გერმანია კვლავ დიდებული“, – წერს აშშ-ის.