დონალდ ტრამპი – გერმანია რუსეთს მილიარდებს უხდის და ჩვენ გერმანია რუსეთისგან უნდა დავიცვათ, რას ნიშნავს ეს ყველაფერი

14:53, 30.07.2020

გერმანია რუსეთს მილიარდებს უხდის და ჩვენ გერმანია რუსეთისგან უნდა დავიცვათ, რას ნიშნავს ეს ყველაფერი, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, მიკრობლოგ „ტვიტერზე“ დაწერა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ნატო-ს კოლექტიურ თავდაცვაში გერმანია არასაკმარის თანხებს ხარჯავს.

„გერმანია რუსეთს მილიარდობით დოლარს უხდის წლიურად ენერგეტიკსითვის და ჩვენ კი გერმანია რუსეთისგან უნდა დავიცვათ. რას ნიშნავს ეს ყველაფერი? ასევე გერმანია ვალდებულებებს არ ასრულებს ნატო-ში ორპროცენტიან გადასახადთან დაკავშირებით. ამრიგად, ჩვენ გერმანიიდან ჯარების ნაწილი გამოგვყავს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის თავდაცვის მდივნის, მარკ ესპერის განცხადებით, აშშ გერმანიიდან 11 900 სამხედროს გამოიყვანს. 6 400 ჯარისკაცი სამშობლოში დაბრუნდება, 5 600-მდე კი, იტალიასა და ბელგიაში გაემგზავრება. რაოდენობის შემცირების შემდეგ გერმანიაში 25 000-მდე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დარჩება.

მსგავსი