დონალდ ტრამპი - გერმანია ნატო-ს თავდაცვის ბიუჯეტში საკმარის თანხას არ იხდის
დონალდ ტრამპი - გერმანია ნატო-ს თავდაცვის ბიუჯეტში საკმარის თანხას არ იხდის

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გერმანიის მთავრობას კიდევ ერთხელ აკრიტიკებს იმის გამო , რომ გერმანია ნატო-ს თავდაცვის ბიუჯეტში საკმარის თანხას არ იხდის. დონალდ ტრამპი თვლის, რომ გერმანიამ ლიდერის როლი უნდა ითამაშოს და თავდაცვის ხარჯები გაზარდოს.

ნატო-ს გენერალური მდივნისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის შეხვედრის დროს, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ გერმანია ნატო-ს ბენეფიციარია და ალიანსისგან იმაზე მეტს იღებს ვიდრე თავად გასცემს.

ტრამპთან შეხვედრის დროს ალიანსის გენერალურმა მდივანმაც აღნიშნა, რომ ნატო-ს ბიუჯეტის გაზრდა აუცილებელია.

„ მნიშვნელოვანია, რომ საერთო უსაფრთხოებაში უფრო მეტი წვლილი შევიტანოთ, გამომდინარე იქედან , რომ ჩვენ ძალიან არაპროგნოზირებად მსოფლიოში ვცხოვრობთ”,- აღნიშნა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.