დონალდ ტრამპი - გარკვეულ მომენტში მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ფუნქციონირება დასრულდება, ილონ მასკს მოუნდება თავის კომპანიაში დაბრუნება
დონალდ ტრამპი - გარკვეულ მომენტში მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ფუნქციონირება დასრულდება, ილონ მასკს მოუნდება თავის კომპანიაში დაბრუნება

გარკვეულ მომენტში მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ფუნქციონირება დასრულდება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ილონ მასკს დიდი კომპანია აქვს სამართავი და რაღაც დროს ის სრულად დაუბრუნდება თავის საქმეს.

„მე შევინარჩუნებ მას იქამდე, ვიდრე შემიძლია მისი შენარჩუნება. ძალიან ნიჭიერი ბიჭია. იცით, მე მიყვარს ძალიან ჭკვიანი ხალხი. ის ძალიან ჭკვიანია და კარგი საქმე გააკეთა. რაღაც მომენტში ილონს მოუნდება თავის კომპანიაში დაბრუნება“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.