დონალდ ტრამპი - გამყოფი კედლის აშენებამდე, მექსიკასთან აშშ-ის საზღვარს სამხედრო შენაერთებით დავიცავთ
დონალდ ტრამპი - გამყოფი კედლის აშენებამდე, მექსიკასთან აშშ-ის საზღვარს სამხედრო შენაერთებით დავიცავთ

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მექსიკასთან აშშ-ის საზღვარს გამყოფი კედლის აშენებამდე სამხედრო შენაერთებით დაიცავს.

„ჩვენ ვგეგმავთ, საკითხს სამხედრო კუთხით მივუდგეთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან შეხვედრისას. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ იდეის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანთან, ჯიმ მეტისთანაც ისაუბრა.

ტრამპის შეფასებით, ეს დიდი ნაბიჯი იქნება.

„ჩვენ აღარ დავუშვებთ ადამიანების უკანონო შემოდინებას აშშ-ის ტერიტორიაზე, რომლებიც შემდეგ უჩინარდებიან და არასდროს ცხადდებიან სასამართლოში“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

 

დატოვე კომენტარი