დონალდ ტრამპი - გამოკითხვების მიხედვით, არის სურვილი, რომ კვლავ ვიყარო კენჭი, თუმცა ჯერ ვნახოთ
დონალდ ტრამპი - გამოკითხვების მიხედვით, არის სურვილი, რომ კვლავ ვიყარო კენჭი, თუმცა ჯერ ვნახოთ

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია, იყრის თუ არა კენჭს 2024 წლის არჩევნებში, – ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია „ფოქს ნიუსთან“ სატელეფონო ინტევრიუში განაცხადა.

„ყველა გამოკითხვის მიხედვით, არის სურვილი, რომ მე კვლავ ვიყარო კენჭი, თუმცა ჯერ ვნახოთ. ჩვენ გვაქვს პირველი ნაბიჯები. ჩვენ უნდა ვნახოთ, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია წარმომადგენელთა პალატასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა თავისი მომხრეებს, გაიკეთონ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა.

„გირჩევთ ამას, მე ვურჩევ ამას ყველა ადამიანს, რომელსაც არ სურს მისი გაკეთება და ამ ადამიანების დიდმა ნაწილმა მე მომცა ხმა. თუმცა თქვენ იცით, ჩვენ ასევე გვაქვს თავისუფლებები და ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ამის გათვალისწინებით. მე ამასაც ვეთანხმები, თუმცა ეს შესანიშნავი ვაქცინაა. ის უსაფრთხოა და ეს არის ის, რაც მუშაობს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ში გასულ კვირას გამოქვეყნებული PBS NewsHour/NPR/Marist-ის გამოკითხვის თანახმად, აშშ-ში გამოკითხული მამაკაცების დაახლოებით ნახევარი, რომელიც საკუთარ თავს რესპუბლიკელად მიიჩნევს, აცხადებს, რომ ვაქცინის გაკეთებას არ აპირებს.

„ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში დონალდ ტრამპმა ასევე ვრცლად ისაუბრა თავის როლზე ვაქცინის შემუშავებაში და გააკრიტიკა ჯო ბაიდენი აშშ-ის სამხრეთ საზღვარზე გაზრდილი იმიგრაციის გამო.