დონალდ ტრამპი გამალებული შეიარაღების დასრულებაზე ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებთან მოლაპარაკებას აპირებს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამალებული შეიარაღების დასასრულებლად ჩინეთის ლიდერთან და რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებას გეგმავს. ამის შესახებ დიდი ოცეულის სამიტის შემდეგ არგენტინიდან დაბრუნებულმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში განაცხადა.
„დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში პრეზიდენტი სი და მე, რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან ერთად დავიწყებთ მოლაპარაკებას გამალებული შეიარაღების მნიშვნელოვან შემცირებაზე, რომელიც მასშტაბური და უკონტროლო გახდა. აშშ-მა წელს 716 მილიარდი დოლარი დახარჯა. სიგიჟეა!“, – წერს ტრამპი Twitter-ში.
როდის შეიძლება ლიდერებთან შეხვედრა შედგეს, ამის შესახებ პრეზიდენტი არაფერს წერს.