დონალდ ტრამპი ფიქრობს, რომ ირანს მოლაპარაკებებზე დათანხმება ჩინეთმა აიძულა 
დონალდ ტრამპი ფიქრობს, რომ ირანს მოლაპარაკებებზე დათანხმება ჩინეთმა აიძულა 

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ, მისი აზრით, ჩინეთმა აიძულა ირანი, მოლაპარაკებებს დათანხმებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ საერთაშორისო მედიასაშუალებები „ფრანს პრესზე“ დაყრდნობით ავრცელებენ.

სააგენტოსთან სატელეფონო საუბარში ტრამპმა განაცხადა, რომ, მისი აზრით, პეკინმა ირანი დაარწმუნა, მოლაპარაკებებზე დათანხმებულიყვნენ და აღნიშნა, რომ თეირანის გამდიდრებულ ურანზე „იდეალურად იზრუნებენ“.

„სრული გამარჯვება, 100 პროცენტით, ამაში ეჭვი არ მეპარება“, – განუცხადა ტრამპმა „ფრანს პრესს“ მოკლე სატელეფონო საუბრისას, როდესაც ჰკითხეს, მიიჩნევდა თუ არა საკუთარ თავს გამარჯვებულად ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ.

„ჩვენ გვაქვს 15-პუნქტიანი შეთანხმება, რომლის უმეტესობაზეც შეთანხმება მოხდა. ვნახოთ, რა მოხდება. ვნახოთ, მიაღწევს თუ არა ეს შეთანხმება წარმატებას“, – აღნიშნა ტრამპმა.

ამასთან, შეკითხვას, მოლაპარაკებების ჩაშლის შემთხვევაში განიხილავდა თუ არა ირანის ელექტროსადგურებისა და ხიდების განადგურებას, ტრამპმა პირადპირი პასუხი არ გასცა.

„თქვენ ამას ნახავთ“- განუცხადა ტრამპმა „ფრანს პრესს“.