დონალდ ტრამპი – ფიფა-ს მაჩვენებლები მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე მაღალია, ეს ამერიკის შეერთებული შტატებისადმი უდიდესი პატივისცემის გამოხატულებაა
ფიფა-ს მაჩვენებლები მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე მაღალია. ეს ამერიკის შეერთებული შტატებისადმი უდიდესი პატივისცემის გამოხატულებაა. მადლობა ყველას! – დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში.
ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფა) ინფორმაციით, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სატელევიზიო და ციფრულმა აუდიტორიამ ახალი რეკორდები დაამყარა. ორგანიზაციის ცნობით, მასპინძელი ქვეყნების – აშშ-ის, კანადისა და მექსიკის გახსნით მატჩებს 54 მილიონზე მეტმა ადამიანმა უყურა.