დონალდ ტრამპი - ფაუჩი კატასტროფაა, მისთვის რომ მომესმინა, 500 000 დაღუპული გვეყოლებოდა
ფაუჩი კატასტროფაა, მისთვის რომ მომესმინა, 500 000 დაღუპული გვეყოლებოდა, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საარჩევნო კამპანიის დროს გააკეთა.
პრეზიდენტის თქმით, ამერიკელი ხალხი დაიღალა კორონავირუსით, შეზღუდვებით და ექიმ ფაუჩის მოსმენით.
„ხალხი დაღლილია ექიმი ფაუჩისა და ამ იდიოტების მოსმენით. ფაუჩი სასიამოვნო კაცია. ის 500 წელია, აქ არის. ყოველთვის, როცა ტელევიზიით ჩნდება, რაღაც ბომბია. მაგრამ უფრო დიდი ბომბი იქნება, თუ გაათავისუფლებ. ფაუჩი კატასტროფაა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
პრეზიდენტის შეფასებასთან დაკავშირებით ექიმ ფაუჩის კომენტარი არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, როდესაც პრეზიდენტი ტრამპი „კოვიდ-19“-ით დაინფიცირდა, ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ ეს არ გაჰკვირვებია, რადგან პრეზიდენტი სოციალური დისტანციის დაცვისა და პირბადის ტარების რეკომენდაციას არ იცავდა.