დონალდ ტრამპი - ევროკავშირთან ასობით მილიარდი დოლარის დეფიციტი გვაქვს, ფრთხილად უნდა იყვნენ, დიდხანს ასე ვეღარ მოგვექცევიან, არ მივცემთ საშუალებას, აშშ ნაგავსაყრელად აქციონ
დონალდ ტრამპი - ევროკავშირთან ასობით მილიარდი დოლარის დეფიციტი გვაქვს, ფრთხილად უნდა იყვნენ, დიდხანს ასე ვეღარ მოგვექცევიან, არ მივცემთ საშუალებას, აშშ ნაგავსაყრელად აქციონ

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობებში აშშ-ს ასობით მილიარდი დოლარის დეფიციტი აქვს და ასე დიდხანს ვეღარ გაგრძელდება.

„ასობით მილიარდი დოლარის ოდენობის დეფიციტი გვაქვს. მათ არ უნდათ ჩვენი მანქანები, სოფლის მეურნეობის პროდუქტები, თუმცა ჩვენ ვიღებთ მათსას. ისინი ფრთხილად უნდა იყვნენ, დიდხანს ასე ვეღარ მოგვექცევიან, რადგან ჩვენ არ მივცემთ მათ საშუალებას, აშშ ნაგავსაყრელად აქციონ“, – განაცხადა ტრამპმა არიზონაში.

მისი თქმით, ამჟამად ევროკავშირი განიხილავს ამერიკისგან ბუნებრივი აირის შეძენის საკითხს, რაც ტრამპის აზრით, ბევრად იაფია, ვიდრე ქარის ენერგიისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა.