დონალდ ტრამპი - ევროკავშირს ვუთხარი, შეერთებული შტატების წინაშე არსებული უზარმაზარი დეფიციტი ჩვენი ნავთობისა და გაზის შეძენით დაფარონ, წინააღმდეგ შემთხვევაში სულ ტარიფები იქნება
დონალდ ტრამპი - ევროკავშირს ვუთხარი, შეერთებული შტატების წინაშე არსებული უზარმაზარი დეფიციტი ჩვენი ნავთობისა და გაზის შეძენით დაფარონ, წინააღმდეგ შემთხვევაში სულ ტარიფები იქნება

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ევროკავშირს მოუწოდებს, აშშ-ის ნავთობისა და გაზის დიდი მასშტაბის შეძენით შეერთებული შტატების წინაშე არსებული უზარმაზარი დეფიციტი დაფარონ.

როგორც დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, წინააღმდეგ შემთხვევაში „სულ ტარიფები იქნება“.

„მე ვუთხარი ევროკავშირს, რომ უნდა დაფარონ თავიანთი უზარმაზარი დეფიციტი შეერთებულ შტატებთან, დიდი მასშტაბით ჩვენი ნავთობისა და გაზის შეძენით. წინააღმდეგ შემთხვევაში სულ ტარიფები იქნება!“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.