დონალდ ტრამპი – ესპანეთმა დიდი გულუხვობა გამოიჩინა, დათმობაზე წავიდნენ, შეასრულეს ჩემი მოთხოვნა, რომელიც მნიშვნელოვან ფინანსურ შენატანს ითვალისწინებს

14:24, 09.07.2026

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ესპანეთმა დათმობაზე წასვლა არჩია მას შემდეგ, რაც სავაჭრო შეზღუდვებით დაემუქრა.

ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს.

ტრამპის თქმით, ესპანეთმა „დიდი გულუხვობა“ გამოიჩინა მისი მუქარის შემდეგ და აღნიშნა, რომ ესპანეთი თავდაცვის ხარჯების გაზრდას დათანხმდა, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობდა.

„ნამდვილად მქონდა პრობლემები და ეს პრობლემები ჯერ კიდევ არსებობს. მაგრამ დღეს ესპანეთი სრულად წამოვიდა დათმობაზე. მე ვუთხარი, რომ მათთან სავაჭრო ურთიერთობებს გავწყვეტდი, მათ შეასრულეს მოთხოვნა, რომელიც მნიშვნელოვან ფინანსურ შენატანს ითვალისწინებს. ეს რომ არ გაეკეთებინათ, მათთან საუბარსაც კი არ გავაგრძელებდით“, – განაცხადა ტრამპმა ჟურნალისტებთან Air Force One-ის ბორტზე საუბრისას.

პრეზიდენტს არ დაუზუსტებია, ესპანეთის მხრიდან კონკრეტულად ვის ესაუბრა.

მსგავსი