დონალდ ტრამპი - ესპანეთის ფინანსური მაჩვენებლები აბსოლუტურად საშინელია, სამწუხაროა ამის ყურება
დონალდ ტრამპი - ესპანეთის ფინანსური მაჩვენებლები აბსოლუტურად საშინელია, სამწუხაროა ამის ყურება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ესპანეთის ეკონომიკური მდგომარეობა უარესდება, თანაც იმ ფონზე, როცა ქვეყანას მინიმალური დანახარჯები აქვს სამხედრო და თავდაცვის სფეროებში.

„ვინმე უყურებს, რამდენად ცუდად არის ესპანეთის საქმეები? მათი ფინანსური მაჩვენებლები, მიუხედავად იმისა, რომ ნატო-სა და სამხედრო თავდაცვაში თითქმის არ შეაქვთ წვლილი, აბსოლუტურად საშინელია. სამწუხაროა ამის ყურება!!!“ – წერს დონალდ ტრამპი.

ცნობისთვის, ირანის წინააღმდეგ აშშ-სა და ისრაელის ომის ფონზე აშშ-სა და ესპანეთს შორის ურთიერთობები დაიძაბა. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა დონალდ ტრამპის ქმედებები ახლო აღმოსავლეთში არაერთხელ გააკრიტიკა.

„ახლო აღმოსავლეთში ომი ესპანეთის მთავრობამ და მოსახლეობამ დაწყების მომენტიდან დაგმეს, ჩვენ მხარს არ ვუჭერთ და ვფიქრობთ, რომ ეს უკანონოა“, – განაცხადა სანჩესმა გასულ თვეში.