დონალდ ტრამპი - ეს აღარ არის საპროტესტო აქციები, ეს დანაშაულია, როდესაც ქვებს სამართალდამცველების მანქანებს ესვრიან, სამართალდამცველებმა ეს აღარ უნდა მოითმინონ
დონალდ ტრამპი - ეს აღარ არის საპროტესტო აქციები, ეს დანაშაულია, როდესაც ქვებს სამართალდამცველების მანქანებს ესვრიან, სამართალდამცველებმა ეს აღარ უნდა მოითმინონ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მზადაა ანტიფაშისტური მოძრაობა „ანტიფა” ტერორისტული ორგანიზაციად გამოაცხადოს.

„ეს არის რაღაც, რისი გაკეთებაც მინდა. „ანტიფა“ საშინელებაა და ამას 100%-ით გავაკეთებ. არსებობს სხვა ჯგუფებიც. ჩვენ ქვეყანაში ბევრი რადიკალური ჯგუფია“, – განაცხადა ტრამპმა.

დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ გამოიყენებს რეკეტის გავლენისა და კორუფციული ორგანიზაციების შესახებ აქტს იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც თანხას აგიტაციაზე ხარჯავს.

„მე გენერალურ პროკურორს ვესაუბრე რეკეტის გავლენისა და კორუფციული ორგანიზაციების შესახებ აქტის შესახებ იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც მილიონობით დოლარს ხარჯავს აგიტაციისთვის. ეს აღარ არის საპროტესტო აქციები, ეს დანაშაულია, როდესაც ქვებს სამართალდამცველების მანქანებს ესვრიან. სამართალდამცველებმა აღარ უნდა მოითმინონ ეს. წინა ადმინისტრაციამ თითქმის კულტურად აქცია, რომ ვინმე თუ ქვას გესვრის, არაფერი არ უნდა გააკეთო. ვინმე თუ სახეში შეგაფურთხებს, არაფერი არ უნდა გააკეთო. მე ვამბობ: როდესაც გაფურთხებენ, გაარტყი, რისი გაკეთებაც გინდა, გააკეთე. ოთხი წლის განმავლობაში სახლში ვიჯექი და ვუყურებდი, რომ პოლიციელებს უყვიროდნენ და სახეში აფურთხებდნენ, ისინი კი ვერაფერს აკეთებდნენ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას.