დონალდ ტრამპი ერთ-ერთ ვარიანტად ვენესუელაში სამხედროების გაგზავნას განიხილავს
დონალდ ტრამპი ერთ-ერთ ვარიანტად ვენესუელაში სამხედროების გაგზავნას განიხილავს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ერთ-ერთ ვარიანტად ვენესუელაში სამხედროების გაგზავნას განიხილავს.

„არ მსურს ამაზე საუბარი, თუმცა ეს შესაძლებელია. ეს ერთ-ერთი ვარიანტია“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ტელეკომპანია „სი-ბი-ესთან“ ინტერვიუში.

დონალდ ტრამპის თქმით, ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს რამდენიმე თვის წინ მასთან შეხვედრა სურდა, მაგრამ უარი უთხრა.

„მან შეხვედრა ითხოვა, მაგრამ უარი ვუთხარი, რადგან ჩვენ ამ პროცესში შორს წავედით. იქ არის ახალგაზრდა და ენერგიული ადამიანი, თუმცა ასევე არიან სხვა ადამიანებიც იმავე ჯგუფში. თუ თქვენ დემოკრატიაზე საუბრობთ, ესაა დემოკრატია მოქმედებაში“, – აღნიშნა ტრამპმა.

ნიკოლას მადუროს რეჟიმს მხარდაჭერას რუსეთი უცხადებს. კრემლში აცხადებენ, რომ ვენესუელის საქმეში სამხედრო ჩარევა უკიდურესად ნეგატიური შედეგების მომტანი იქნება.