„ფოქსნიუსთან“ ინტერვიუში თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, რომ მასა და აშშ-ის მთავარ ეპიდემიოლოგს, ენტონი ფაუჩის შორის დაპირისპირება არ არსებობს.
„მე ფაუჩისთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. მას გუშინ ვესაუბრე. ოდნავ პანიკიორია, ეს მისაღებია. მან შეცდომები დაუშვა, მითხრა რომ პანდემია მალე გაივლიდა. შეცდომები ყველას მოსდის“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ „კოვიდ-19“-ის პანდემიის დასაწყისში ენტონი ფაუჩი არასწორი იყო, როდესაც ჩინეთიდან ფრენების აკრძალვას არასწორი გადაწვეტილება უწოდა. ტრამპის თქმით, ფაუჩიმ ეს მასთანაც აღიარა.