დონალდ ტრამპი - ეჭვი არ მეპარება, რომ ჩინეთის ლიდერი ჰონგ-კონგში კრიზისს სწრაფად და ჰუმანურად გადაჭრის
დონალდ ტრამპი - ეჭვი არ მეპარება, რომ ჩინეთის ლიდერი ჰონგ-კონგში კრიზისს სწრაფად და ჰუმანურად გადაჭრის

დონალდ ტრამპის თქმით, მას ეჭვი არ ეპარება, რომ ჩინეთის ლიდერი ჰობგ კონგის კრიზისს სწრაფად და ჰუმანურად გადაჭრის.

ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა თავისი „ტვიტერის გვერდზე“ დაწერა. მან სი ძინპინს „უდიდესი ლიდერი უწოდა, რომელიც დიდწილად პატივს სცემს ხალხს“. თავის ჩანაწერში ტრამპმა სი ძინპინთან ამ საკითხზე შეხვედრის გამართვაც არ გამოირცხა.

მანამდე ჰონგ-კონგში კრიზისს გამოეხმაურა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ნენსი პელოსი, რომელმაც პეკინს და ჰონგ-კონგის მთავრობას მოუწოდა „დაუყონებლივ შეწყვიტონ აგრესია“. პელოსიმ ასევე გააკრიტიკა აშშ-ის მთავრობა და საკუთარი ხელისუფლება ჩინეთში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების დამალვაში დაადანაშაულა.

აშშ-ის კონგრესში გამოდიან ინიციატივით, რომ ჰონგ-კონგის პოლიციისთვის სპეციალური საშუალებების მიყიდვა აიკრძალოს.

ჰონგ-კონგში უკვე რამდენიმე კვირაა საპროტესტო აქციები არ წყდება. პოლიციამ დემონსტრანტები რამდენჯერმე დაარბია. აქციები მას ხელისუფლების მიერ ინიცირებულ „ექსტრადიციის შესახებ კანონს“ მოჰყვა, რომელიც ჰონგ-კონგიდან საშიში დამნაშავეების ჩინეთში ექსტრადირების საშუალებას იძლეოდა. მიტინგების გამო ხელისუფლებამ კანონის მიღება განუსაზღვრელი ვადით გადადო, თუმცა აქციები არ წყდება. ახლა დემონსტრანტები ძალის გადამეტებაში პოლიციას ადანაშაულებენ და ჰონგ კონგის ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ.