დონალდ ტრამპი - ძალიან სევდიანი დღეა ამერიკისთვის, სევდიანი იყო ვაშინგტონში ამ სიბინძურის დანახვა, ეს არ არის ის ადგილი, რომელიც მე დავტოვე
დონალდ ტრამპი - ძალიან სევდიანი დღეა ამერიკისთვის, სევდიანი იყო ვაშინგტონში ამ სიბინძურის დანახვა, ეს არ არის ის ადგილი, რომელიც მე დავტოვე

დღეს ძალიან სევდიანი დღეა, – ეს განცხადება აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სასამართლოში ბრალის ოფიციალურად წაყენების შემდეგ განაცხადა.

„ეს ძალიან სევდიანი დღეა ამერიკისთვის. ასევე, ძალიან სევდიანი იყო ვაშინგტონში ამ სიბინძურის დანახვა. ეს არ არის ის ადგილი, რომელიც მე დავტოვე“, – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები პოლიტიკური ოპონენტის დევნაა.

დონალდ ტრამპს ბრალი ოთხი მუხლით წაუყენეს. მოსამართლეებმა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს წინასწარი პატიმრობა არ შეუფარდეს.