დონალდ ტრამპი – დროა, შეწყდეს მკვლელობები, ზელენსკი და პუტინი უნდა გაჩერდნენ იქ, სადაც არიან, დაე, ორივე მხარემ გამოაცხადოს გამარჯვება
MINT HILL, NORTH CAROLINA - SEPTEMBER 25: Republican presidential nominee, former U.S. President Donald Trump pauses before speaking during a campaign rally at the Mosack Group warehouse on September 25, 2024 in Mint Hill, North Carolina. Trump continues to campaign in battleground swing states ahead of the November 5 presidential election. (Photo by Brandon Bell/Getty Images)
ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აღნიშნავს, რომ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა იყო „ძალიან საინტერესო და მეგობრული“.
„მე მას ვუთხარი, როგორც ასევე მკაცრად ვურჩიე პრეზიდენტ პუტინს, რომ დროა, შეწყდეს მკვლელობები და დაიდოს შეთანხმება“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ.
დონალდ ტრამპის თქმით, მხარეებმა ომი დაუყოვნებლივ უნდა დაასრულონ.
„საზღვრები განისაზღვრა ომით და გამბედაობით. ისინი უნდა გაჩერდნენ იქ, სადაც არიან. დაე, ორივე მხარემ გამოაცხადოს გამარჯვება, ისტორიამ განსაჯოს. საკმარისია სროლა, საკმარისია მკვლელობები, საკმარისია უზარმაზარი თანხების ხარჯვა. ეს ომი არასდროს დაიწყებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი“, – აღნიშნავს ტრამპი.