დონალდ ტრამპი – დროა, ამერიკელი სამხედროები ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდნენ
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, დროა, ამერიკელი სამხედროები ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდნენ. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.
„ავღანეთში ჩვენ ვიქცევით საპოლიციო ძალებივით და არა საბრძოლო ძალებივით, რაც სინამდვილეში ვართ. 19 წლის შემდეგ დადგა დრო, ამერიკელმა სამხედროებმა საპოლიციო კონტროლი თავის ქვეყანას გაუწიონ. დააბრუნეთ ჩვენი ჯარისკაცები სახლში, მაგრამ ყურადღებით ადევნეთ თვალი მოვლენებს და საჭიროების შემთხვევაში ელვისებური დარტყმა მიაყენეთ“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი.
We are acting as a police force, not the fighting force that we are, in Afghanistan. After 19 years, it is time for them to police their own Country. Bring our soldiers back home but closely watch what is going on and strike with a thunder like never before, if necessary!
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) May 27, 2020