დონალდ ტრამპი – დოჰაში შეხვედრა, შესაძლოა, მნიშვნელოვანი იყოს, შესაძლოა, არც იყოს, ამას გავიგებთ
დოჰაში შეხვედრა, შესაძლოა, მნიშვნელოვანი იყოს, შესაძლოა, არც იყოს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
ტრამპის თქმით, კატარში დაგეგმილი შეხვედრის მონაწილეები, სავარაუდოდ, უკვე გაემგზავრნენ დოჰაში.
ტრამპის განცხადებით, აშშ სამხედრო თვალსაზრისით უპირატესობას ინარჩუნებს.
„ხვალ დოჰაში შეხვედრა გაიმართება. ისინი კატარში მიდიან. ვფიქრობ, უკვე გაემგზავრნენ ან გასამგზავრებლად ემზადებიან. ასე რომ, ვნახავთ, როგორ წარიმართება, მაგრამ ამ მიმართულებით ძალიან კარგად ვმუშაობთ. დოჰაში შეხვედრა, შესაძლოა, მნიშვნელოვანი იყოს, შესაძლოა, არც იყოს. ამას გავიგებთ. ჩვენ სამხედრო თვალსაზრისით ვიმარჯვებთ. ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ უკვე თითქმის მოვიგეთ. ეს ყველაფერი ძალიან მარტივია – ირანის დენუკლეარიზაციაა. ჩვენ არ გვინდა, რომ მათ ბირთვული იარაღი ჰქონდეთ და ისინი მას ვერ მიიღებენ. სამართლიანად რომ ვთქვათ, ისინი ამაზე შეგვითანხმდნენ“, – განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ნავთობის ფასები მნიშვნელოვნად შემცირდა და დღეს 69 დოლარს მიაღწია. მისივე თქმით, ირანთან დაკავშირებული დენუკლეარიზაციის პროცესის დაწყებამდე ფასი უფრო მაღალი იყო.