დონალდ ტრამპი – დიდი გამარჯვება, აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ახლახან გამოიტანა გადაწყვეტილება მამაკაცებისთვის ქალთა სპორტში თამაშის აკრძალვის შესახებ, სასაცილო სიტუაცია დღის წესრიგიდან მოიხსნა

19:52, 30.06.2026

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელიც ტრანსგენდერ ქალებს ქალთა სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობას უკრძალავს. თეთრი სახლის ლიდერის განცხადებით, ეს დიდი გამარჯვებაა და ამით ეს „სასაცილო სიტუაცია“ დღის წესრიგიდან მოიხსნა.

„დიდი გამარჯვება: შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ ახლახან გამოიტანა გადაწყვეტილება მამაკაცებისთვის ქალთა სპორტში თამაშის აკრძალვის შესახებ. ვაუ! ამით ეს სასაცილო სიტუაცია დღის წესრიგიდან მოიხსნა!!!“ – წერს ის.

ცნობისთვის, აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ორ კონსერვატიულ შტატში ძალაში დატოვა კანონები, რომლებიც ტრანსგენდერ ქალებს ქალთა სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობას უკრძალავს. გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა უზენაესი სასამართლოს ექვსმა მოსამართლემ, სამი კი წინააღმდეგი იყო.

მოსამართლე ბრეტ კავანოს დასკვნის მიხედვით, კანონები არ არღვევს არც კონსტიტუციის მე-14 შესწორებას, რომელიც მოითხოვს კანონის ყველასთვის თანაბრად გავრცელებას და არც 1972 წლის განათლების შესახებ შესწორებების მეცხრე თავს, რომელიც კრძალავს სქესობრივ დისკრიმინაციას განათლებაში.

საქმე ეხებოდა ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ ორი ტრანსგენდერი სტუდენტის სასარგებლოდ გამოტანილ გადაწყვეტილებას. მათ დასავლეთ ვირჯინიასა და აიდაჰოში სარჩელი მას შემდეგ შეიტანეს, რაც ქალთა სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობა აეკრძალათ.

მსგავსი