დონალდ ტრამპი - დიდ ბრიტანეთში მეორე სახელმწიფო ვიზიტი ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი უდიდესი პატივია, აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ნათესაური და იდენტური კავშირი ფასდაუდებელია
დონალდ ტრამპი - დიდ ბრიტანეთში მეორე სახელმწიფო ვიზიტი ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი უდიდესი პატივია, აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ნათესაური და იდენტური კავშირი ფასდაუდებელია

დიდ ბრიტანეთში მეორე სახელმწიფო ვიზიტი ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი უდიდესი პატივია, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

ტრამპის თქმით, მისთვის პრივილეგიაა, იყოს აშშ-ის პირველი პრეზიდენტი, რომელსაც დიდ ბრიტანეთში მეორე სახელმწიფო ვიზიტით სტუმრობის პატივი ერგო და ხუმრობით თქვა, რომ იმედოვნებს, რომ ეს უკანასკნელი შემთხვევაა, როდესაც ასეთი პრეცედენტი იქმნება.

„ეს განსაკუთრებული პრივილეგიაა. ეს ნამდვილად ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი უდიდესი პატივია, დიდ პატივისცემას გამოვხატავ თქვენი და თქვენი ქვეყნის მიმართ“, – აღნიშნა ტრამპმა.

დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობაზე ტრამპმა განაცხადა, რომ ისინი არიან როგორც „ერთ აკორდში ორი ნოტი“.

„თითოეული მათგანი ლამაზია თავისებურად, მაგრამ სინამდვილეში ერთად დასაკრავადაა განკუთვნილი. აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ნათესაური და იდენტური კავშირი ფასდაუდებელი და მარადიულია, ის შეუცვლელია“, – აღნიშნა ტრამპმა.

ამასთან, ტრამპის თქმით, ჯო ბაიდენის მმართველობის დროს აშშ „ძალიან ავადმყოფი ქვეყანა“ იყო, ახლა კი „მსოფლიოში ყველაზე ცხელი ქვეყანაა“.

„ჩვენ, როგორც ქვეყანა, წარმოუდგენლად კარგად ვართ. ერთი წლის წინ ძალიან ავადმყოფი ქვეყანა გვქონდა და დღეს მჯერა, რომ მსოფლიოში ყველაზე ცხელი ქვეყანა ვართ. სინამდვილეში, ამას ეჭვქვეშ არავინ აყენებს. ერთად, მთელი ისტორიის განმავლობაში ჩვენ კაცობრიობისთვის უფრო მეტი სიკეთე გაგვიკეთებია, ვიდრე რომელიმე ორ ქვეყანას. ერთად უნდა დავიცვათ ის განსაკუთრებული მემკვიდრეობა, რომელიც გვაქცევს იმად, ვინც ვართ“, – აღნიშნა ტრამპმა.