დონალდ ტრამპი დემოკრატიული პარტიის ოთხ კონგრესმენ ქალს ამერიკისთვის ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დემოკრატიული პარტიის ოთხ კონგრესმენ ქალს ამერიკისთვის ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს.
„არ მჯერა, რომ ოთხ კონგრესმენ ქალს ჩვენი ქვეყნის სიყვარული შეუძლია. მათ ბოდიში უნდა მოუხადონ ამერიკას (და ისრაელს) იმ საშინელებებისთვის, რაც მათ თქვეს. ისინი ანადგურებენ დემოკრატიულ პარტიას, მაგრამ სუსტი და დაუცველი ადამიანები არიან, რომლებიც ვერასდროს შეძლებენ ჩვენი დიდებული ქვეყნის განადგურებას“, – დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
გასულ კვირაში დონალდ ტრამპმა ალექსანდრია ოკაზიო-კორტესის, აიანა პრესლის, რაშიდა ტლაიბისა და ილჰან ომარის მისამართით თქვა, რომ თუ ამერიკა არ მოსწონთ, შეუძლიათ იმ ქვეყნებში წავიდნენ, საიდანაც ჩამოვიდნენ. ოთხივე მათგანი ტრამპის კრიტიკითაა ცნობილი.