დონალდ ტრამპი - დემოკრატი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში ქვეყანას არნახული ეკონომიკური დეპრესია ელოდება
დონალდ ტრამპი - დემოკრატი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში ქვეყანას არნახული ეკონომიკური დეპრესია ელოდება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებ, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში ქვეყანას არნახული ეკონომიკური დეპრესია ელოდება. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ლუიზიანაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, დემოკრატები სულ უფრო მეტად ტოტალიტარულები ხდებიან, ამერიკული დემოკრატიის განადგურებას ცდილობენ, რათა თავიანთი სოციალური დღის წესრიგი დააწესონ.

„ამერიკის გარდაქმნის კამპანიის მიმდინარეობისას დემოკრატები სულ უფრო მეტად ტოტალიტარულები ხდებიან, ახშობენ განსხვავებულ აზრს, ცილს სწამებენ უდანაშაულოებს, უგულებელყოფენ შესაბამის სამართლიან პროცედურებს, აწყობენ საჩვენებელ სასამართლო პროცესებს, ცდილობენ ამერიკული დემოკრატიის განადგურებას, რათა თავიანთი სოციალური დღის წესრიგი დააწესონ. დარწმუნებულები იყავით, თუ დემოკრატები დაბრუნდებიან, თქვენ აქამდე არნახული დეპრესია გელოდებათ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

დატოვე კომენტარი