დონალდ ტრამპი - დემოკრატებს პოლიციის გაუქმება უნდათ, მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულის დონე ძალიან მაღალია ქალაქებში, რომლებსაც მართავენ
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ დემოკრატებს პოლიციის გაუქმება სურთ, მიუხედავად იმისა, რომ მათ ქალაქებში დანაშაულის დონე მაღალია.
„დემოკრატებს პოლიციის გაუქმება და მათთვის დაფინანსების შემცირება უნდათ. ეს მიუხედავად იმისა, რომ ქალაქებში, რომლებსაც მართავენ, დანაშაულის დონე ძალიან მაღალია“, – წერს დონალდ ტრამპი „ტვიტერზე“.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე დაწერა, რომ თხოვნის შემთხვევაში მზად არის, ნიუ იორკს დანაშაულის დონის შემცირებაში დაეხმაროს.
„ჩიკაგოსა და ნიუ იორკში დანაშაულის დონე ძალიან გაზრდილია. ჩიკაგოში 67 ადამიანი დაიჭრა და 13 გარდაიცვალა. გახშირდა სროლები ნიუ იოკრშიც, სადაც მოსახლეობა მერი დე ბლაზიოსა და გუბერნატორი კუომოსგან დროულ ქმედებებს ითხოვს. ფედერალური მთავრობა მზად არის დასახმარებლად, თუ მას ამას სთხოვენ“, – წერს თეთრი სახლის ლიდერი „ტვიტერში“.