დონალდ ტრამპი დემოკრატ კონგრესმენ ქალებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო, ახალი ზელანდიის პრემიერმა გააკრიტიკა
დონალდ ტრამპი დემოკრატ კონგრესმენ ქალებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო, ახალი ზელანდიის პრემიერმა გააკრიტიკა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, მის მიერ დემოკრატ კონგრესმენ ქალებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო, ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრიც აკრიტიკებს.

ახალი ზელანდიის პრემიერი ჯასინდა არდერნი აცხადებს, რომ ტრამპის განცხადება ყოვლად მიუღებელია.

„როგორც წესი, არავის პოლიტიკაში ვერევი, მაგრამ მინდა ნათლად ვთქვა, რომ მას კატეგორიულად არ ვეთანხმები. ამაყი ვარ, რომ ახალ ზელანდიაში განსხვავებულად ვფიქრობთ, ვთლით, რომ პარლამენტი უნდა იყოს წარმომადგენლობითი ორგანო, ის უნდა მოიცავდეს სხვადასხვა კულტურებს და არასდროს გახდება განსჯის საგანი ადამიანის წარმომავლობა“, – განაცხადა ჯასინდა არდერნმა.

ახალი ზელანდიის პრემიერ მინისტრამდე, დონალდ ტრამპი მისი გამონათქვამების გამო, დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, ტერეზა მეიმ გააკრიტიკა.

დონალდ ტრამპმა მიკრობლოგ „ტვიტერზე“ დემოკრატიული პარტიის წევრი ოთხი ქალი გააკრიტიკა.

„საინტერესოა პროგრესული დემოკრატი ქალების ნახვა, რომლებიც ჩამოვიდნენ იმ ქვეყნებიდან, რომელთა მთავრობები სრული კატასტროფა, საშინელება და კორუფციულია. ეს ქალები ხმამაღლა ეუბნებიან ამერიკის მოსახლეობას, როგორ უნდა მოქმედებდეს მთავრობა. რატომ არ ბრუნდებიან უკან და ეხმარებიან დანგრეული, კრიმინალური ადგილების დამაგრებაში? შემდეგ ჩამოვიდნენ და გვითხრან, როგორ შეძლეს ეს“, – დაწერა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.