დონალდ ტრამპი დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე მივიდა

18:35, 25.01.2018

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი , დონალდ ტრამპი დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე მივიდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ტერეზა მეის ხვდება.

„დიდი მადლობა მასპინძლობისთვის, დიდებული ქვეყანაა“, – განაცხადა ტრამპმა ბრიტანეთის პრემიერთან შეხვედრაზე შესვლამდე.

მეისთან შეხვედრის შემდეგ, ტრამპს ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიუჰასთან აქვს დაგეგმილი შეხვედრა.

მსგავსი