დონალდ ტრამპი შვეიცარიაში ჩაფრინდა
დონალდ ტრამპი შვეიცარიაში ჩაფრინდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თვითმფრინავი ციურიხის აეროპორტში უკვე დაეშვა.

ამერიკის პრეზიდენტი დავოსის ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობს.

ტრამპი ჯერ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის შეხვდება, შემდეგ კი ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან აქვს დაგეგმილი შეხვედრა.

2000 წლის შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა, როცა დავოსში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჩავა.

18 წლის წინ ფორუმს ბილ კლინტონი სტუმრობდა.