დონალდ ტრამპი დარწმუნებულია, რომ ბრიტანეთში ძალიან პოპულარულია
დონალდ ტრამპი დარწმუნებულია, რომ ბრიტანეთში ძალიან პოპულარულია

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დარწმუნებულია, რომ ის ბრიტანეთში ძალიან პოპულარულია. ეს განცხადება ტრამპმა ტელეკომპანია ITV-ისთან ინტერვიუში გააკეთა.

„მე ძალიან პოპულარული ვარ თქვენს ქვეყანაში. დიდი ბრიტანელებისგან დიდ მხარდაჭერას ვიღებ“,- აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი.

მან აღნიშნა, რომ წლის განმავლობაში ბრიტანეთიდან ორი მიწვევა მიიღო. ტრამპმა საფრანგეთის პრეზიდენტზეც ისაუბრა. მან მაკრონს მეგობარი უწოდა და შესანიშნავ ადამიანად დაახასიათა.

„მე ის მომწონს, ემანუელი ჩემი მეგობარია. ფანტასტიკური მეუღლე ჰყავს. შესანიშნავად ვისადილეთ ეიფელის კოშკში“,- განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ინტერვიუს დროს ჟურნალისტი დაინტერესდა, აპირებს თუ არა ტრამპი პარიზის შეთანხმების გადახედვას. ამერიკის პრეზიდენტის თქმით, ამ გადაწყვეტილების გადახედვა შესაძლებელია, თუმცა იმ პირობით, თუ ის  შეერთებული შტატებისთვის მომგებიანი იქნება.