დონალდ ტრამპი დაკითხვისთვის მზად არის

10:35, 25.01.2018

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი მზადაა, რომ სპეციალურმა პროკურორმა რობერტ მიულერმა დაკითხოს. რობერტ მიულერი 2016 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმეს იძიებს.

„მე ამას გავაკეთებ ფიცის ქვეშ“, – განუცხადა ტრამპმა თეთრ სახლში შეკრებილ ჟურნალისტებს. ამერიკის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მის გუნდსა და რუსებს შორის არანაირი გარიგება არ ყოფილა.

გავრცელებული ინფორმაციით, მიულერის გუნდი პრეზიდენტის დაკითხვას უახლოეს მომავალში აპირებს. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სპეციალური პროკურორის წარმომადგენლებმა ტრამპის გარემოცვიდან რამდენიმე პირი დაკითხეს, მათ შორის დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს უფროსი მაიკ პომეო და გენერალური პროკურორი ჯეფ სეშენსი.

მსგავსი