დონალდ ტრამპი და სი ძინპინი ერთმანეთს აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნების ვირტუალურ ფორუმზე შეხვდებიან
დონალდ ტრამპი და სი ძინპინი ერთმანეთს აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნების ვირტუალურ ფორუმზე შეხვდებიან

დონალდ ტრამპი და სი ძინპინი ერთმანეთს აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნების ვირტუალურ ფორუმზე შეხვდებიან. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ქვეყნების ლიდერები შეხვედრაზე „კოვიდ-19“-ის პანდემიას, გლობალური ეკონომიკის მომავალსა და ვაჭრობასთან დაკავშირებით არსებულ უთანხმოებებს განიხილავენ.

„როიტერი“ წერს, რომ 2018 წლის სამიტზე აშშ-სა და ჩინეთს შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების თაობაზე საწინააღმდეგო შეხედულებების გამო, ქვეყნების ლიდერებმა სამიტის ისტორიაში პირველად შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

2020 წლის შეხვედრაზე, საერთო კომუნიკეს გარდა, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ქვეყნები ბლოკის 2020 წლის ხედვაზეც შეთანხმდებიან.