დონალდ ტრამპი და სი ძინპინი ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ერთობლივი ძალისხმევის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ

10:18, 16.01.2018

ჩინეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერებმა ტელეფონით ისაუბრეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა და სი ძინპინმა კორეის ნახევარკუნძულის პრობლემაზე ისაუბრეს, ასევე შეთანხმდნენ, რომ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ერთობლივ ძალისხმევას გააძლიერებენ.

გარდა ამისა, ტრამპმა და სი ძინპინმა ორ ქვეყენას შორის არსებულi ეკონომიკური ურთიერთობის გაუმჯობესებაზე ისაუბრეს.

ჩინეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ არსებულმა ორმხრივმა ეკონომიკურმა ურთიერთობამ ორივე ქვეყანას სარგებელი მოუტანა.

მსგავსი