დონალდ ტრამპი და პირველი ლედი მელანია ტრამპი ლონდონში ჩავიდნენ
დონალდ ტრამპი და პირველი ლედი მელანია ტრამპი ლონდონში ჩავიდნენ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და პირველი ლედი მელანია ტრამპი ლონდონში ჩავიდნენ.  ისინი უინფილდ ჰაუსში განთავსდნენ – შენობაში, რომელიც 1955 წლიდან ბრიტანეთში ამერიკის ელჩის რეზიდენციას წარმოადგენს.

დონალდ ტრამპი ბრიტანეთში აშშ-ის ელჩს უკვე შეხვდა. აშშ-ის პრეზიდენტმა მას მადლობა გადაუხადა გაწეული სამუშაოსთვის.

აშშ-ის პრეზიდენტმა მედიასთან მოკლე კომენტარიც გააკეთა და აღნიშნა, რომ ხვალ „დიდი დღე იქნება“, რითიც  დიდი ბრიტანეთის მეფესთან დაგეგმილ შეხვედრაზე გაამახვილა ყურადღება.

ცნობისთვის, ეს დონალდ ტრამპის მეორე სახელმწიფო ვიზიტია დიდ ბრიტანეთში.