დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი ნობელის პრემიის პრეტენდენტების სიაში მოხვდნენ
დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი ნობელის პრემიის პრეტენდენტების სიაში მოხვდნენ

დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი ნობელის პრემიის პრეტენდენტების სიაში მოხვდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

როგორც სააგენტოსთან საუბარში ნობელის კომიტეტის წევრი აცხადებს, მშვიდობის დარგში ნობელის პრემია შესაძლოა, აშშ-ის პრეზიდენტმა და კიმ ჩენ ინმა, მათ მიერ სინგაპურში გამართული შეხვედრის გამო მიიღონ. ამ მოლაპარაკებების შედეგად, ჩრდილოეთ კორეა ბირთვულ განიარაღებას დათანხმდა. თუმცა როგორც ბუკმეკერები ვარაუდობენ, შესაძლოა, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიერ არა ტრამპმა, არამედ ორი კორეის ლიდერებმა მიიღონ.

კიმ ჩენ ინი და მუნ ჯე ინი ერთმანეთს წელს რამდენჯერმე შეხვდნენ, რამაც კორეის ნახევარკუნძულზე დაძაბულობის შემცირებას შეუწყო ხელი.

ნობელის პრემიის პრეტენდენტების რიცხვი წელს 300-ს აღწევს. მათ შორის არის რუსული გამოცემა „ნოვაია გაზეტას“ თანამშრომლები, ასევე პოლონეთის ყოფილი ლიდერი ლეხ ვალენსა, ხოლო უკრაინის რადამ ნობელის პრემიაზე რუსეთის ციხეში მყოფი რეჟისორი ოლეგ სენცოვი წარადგინა.
აშშ-ის პრეზიდენტებს შორის ბოლოს ნობელის პრემია ბარაკ ობამამ მიიღო.

მშვიდობის დარგში ჯილდოს ლაურეატს 5 ოქტომბერს ოსლოში დაასახელებენ.