დონალდ ტრამპი – ცნობები, თითქოს ირანმა და აშშ-მა რამდენიმე დღის წინ ერთმანეთთან საუბარი შეწყვიტეს, მცდარია, საუბარი უწყვეტად მიმდინარეობს, არავინ იცის, სად მიგვიყვანს პროცესი
ფეიქ ნიუსის მიერ გავრცელებული ცნობები, თითქოს ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ და აშშ-მა რამდენიმე დღის წინ ერთმანეთთან საუბარი შეწყვიტეს, მცდარია, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
დონალდ ტრამპის თქმით, მხარეებს შორის დისკუსია უწყვეტად მიმდინარეობდა.
„ჩვენ შორის საუბარი უწყვეტად მიმდინარეობდა, მათ შორის, ოთხი, სამი, ორი, ერთი დღის წინ და დღესაც. არავინ იცის, სად მიგვიყვანს ეს პროცესი, მაგრამ როგორც ირანს ვუთხარი: „დროა, ასე თუ ისე შეთანხმებას მიაღწიოთ. თქვენ ამას, უკვე 47 წელია, აკეთებთ და ამის ასე გაგრძელება აღარ შეიძლება!“ – წერს ტრამპი.