დონალდ ტრამპი CNN-ს აკრიტიკებს
დონალდ ტრამპი CNN-ს აკრიტიკებს

დონალდ ტრამპი CNN-ს აკრიტიკებს. აშშ-ის პრეზიდენტი მიკრობლოგ „ტვიტერში“ წერს, რომ ტელეკომპანიის ჟურნალისტები აშშ-ში არსებული ვითარების შესახებ არაობიექტურ ინფორმაციას ავრცელებენ მსოფლიოში. მისივე თქმით, ამის გამო მსოფლიოში აშშ-ის შესახებ არასწორი წარმოდგენა აქვთ.
„Fox News”-ი უფრო მნიშვნელოვანია აშშ-ში, ვიდრე СNN-ი, თუმცა საზღვარგარეთ СNN-ი რჩება ყალბი ახალი ამბების მთავარ წყაროდ და ის ჩვენს ერს მთელ მსოფლიოში ძალიან სუსტად წარადგენს. მსოფლიო სიმართლეს ვერ იგებს მათგან“, – წერს დონალდ ტრამპი.
აშშ-ის პრეზიდენტის კრიტიკულ შენიშვნას СNN-ში უკვე უპასუხეს.

ტელეკომპანიის მიერ ასევე „ტვიტერით“ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყანა არა ჟურნალისტებმა, არამედ პრეზიდენტმა უნდა წარადგინოს“.
„ჩვენი მოვალეობა არ არის ქვეყნის საერთაშორისო ასპარეზზე წარდგენა. ეს თქვენი მოვალეობაა. ჩვენ კი ახალ ამბებს ვაშუქებთ“, – ნათქვამია ტელეკომპანიის განცხადებაში.