დონალდ ტრამპი – ცხოველი, რომელმაც ეროვნული გვარდიის ორ წევრს ესროლა, თავადაც მძიმედ არის დაჭრილი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ძალიან მაღალ საფასურს გადაიხდის

00:43, 27.11.2025
MINT HILL, NORTH CAROLINA - SEPTEMBER 25: Republican presidential nominee, former U.S. President Donald Trump pauses before speaking during a campaign rally at the Mosack Group warehouse on September 25, 2024 in Mint Hill, North Carolina. Trump continues to campaign in battleground swing states ahead of the November 5 presidential election. (Photo by Brandon Bell/Getty Images)

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრი სახლის ახლოს ეროვნული გვარდიის ორი ჯარისკაცის დაჭრის ფაქტს ეხმაურება.

როგორც დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, თავდამსხმელი თავადაც მძიმედაა დაჭრილი.

„ცხოველი, რომელმაც ესროლა ეროვნული გვარდიის ორ წევრს, რომლებიც მძიმე მდგომარეობაში არიან და ორ სხვადასხვა საავადმყოფოში იმყოფებიან, თვითონაც მძიმედ არის დაჭრილი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ძალიან მაღალ საფასურს  გადაიხდის“, – განაცხადა ტრამპმა.

ცნობისთვის, თეთრ სახლთან ახლოს ეროვნული გვარდიის ორი ჯარისკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. პოლიციაში განაცხადეს, რომ ეჭვმიტანილი დაკავებულია და შემთხვევის ადგილი უსაფრთხოა.

როგორც მედია წერს, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სროლის დროს უესტ პალმ ბიჩის გოლფის მოედანზე იმყოფებოდა.

მსგავსი