დონალდ ტრამპი - ჩვენ ვაპირებთ, დავასრულოთ წარუმატებელი და კორუმპირებული პოლიტიკური ისტებლიშმენტის მეფობა ვაშინგტონში, აღვადგინოთ პატრიოტიზმი სკოლებში
დონალდ ტრამპი - ჩვენ ვაპირებთ, დავასრულოთ წარუმატებელი და კორუმპირებული პოლიტიკური ისტებლიშმენტის მეფობა ვაშინგტონში, აღვადგინოთ პატრიოტიზმი სკოლებში

ჩვენ ვაპირებთ, დავასრულოთ წარუმატებელი და კორუმპირებული პოლიტიკური ისტებლიშმენტის მეფობა ვაშინგტონში, წარუმატებელი ადმინისტრაცია, – ამის შესახებ აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

მისივე თქმით, აპირებს, დაუბრუნოს კანონი და წესრიგი ამერიკის მოქალაქეებს.

„ჩვენ შევაჩერებთ ჩვენს საზღვრებში შემოჭრას. ჩვენ ვაპირებთ ჩვენი ნავთობის დაბრუნებას. ჩვენ ვაპირებთ, გავხსნათ თხევადი ოქრო, რომელიც ჩვენს ფეხქვეშ არის. ჩვენ ვაპირებთ, დავუბრუნოთ კანონი და წესრიგი ჩვენს მოქალაქეებს. ჩვენ ვაპირებთ, აღვადგინოთ პატრიოტიზმი ჩვენს სკოლებში, რადიკალური მემარცხენე ვოუქისტური იდეოლოგიების მოშორებას ჩვენი სამხედროებიდან და ჩვენი მთავრობისგან. და ჩვენ ვაპირებთ, ამერიკა გავხადოთ კვლავ დიადი“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.