დონალდ ტრამპი - ჩვენ უნდა გვქონდეს უმაღლესი სტანდარტები მათთვის, ვინც მუშაობს საავიაციო სისტემაში, მე შევცვალე ობამას სტანდარტები, შემდეგ ბაიდენმა შეცვალა ისინი, მათი პოლიტიკა იყო საშინელი
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ვაშინგტონში მომხდარი ავიაკატასტროფა წინა ადმინისტრაციების პოლიტიკის შედეგია.
„ჩვენ უნდა გვქონდეს მხოლოდ უმაღლესი სტანდარტები მათთვის, ვინც მუშაობს ჩვენს საავიაციო სისტემაში. მე შევცვალე ობამას სტანდარტები. შემდეგ კი, როდესაც დავტოვე თანამდებობა და ბაიდენი მოვიდა, მან შეცვალა ისინი. მათი პოლიტიკა იყო საშინელი და მათი პოლიტიკოსები – კიდევ უფრო უარესი“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
American Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელშიც 64 ადამიანი იმყოფებოდა, აშშ-ის არმიის Black Hawk-ის ტიპის ვერტმფრენს შეეჯახა. აშშ-ის ფიგურული სრიალის ფედერაციამ დაადასტურა, რომ რეისზე იმყოფებოდნენ მათი გუნდის წევრები – სპორტსმენები, მწვრთნელები და მათი ოჯახების წევრები, რომლებიც კანზასის შტატიდან ბრუნდებოდნენ.