დონალდ ტრამპი – ჩვენ გვაქვს ყურე, მშვენიერი ტბა, ოკეანე გვჭირდება, ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ

13:58, 11.10.2026

ოკეანე გვჭირდება, ამიტომ ვფიქრობდი: ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ რომ ვუწოდოთ, ან რამე მსგავსი, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ტენესის შტატის ქალაქ კლარკსვილში საარჩევნო შეხვედრის დროს განაცხადა.

„ჩვენ გვაქვს ყურე. ჩვენ გვაქვს მშვენიერი ტბა. ჩვენ გვჭირდება ოკეანე“, – თქვა ტრამპმა.

გასულ წელს ტრამპმა მექსიკის ყურეს „ამერიკის ყურე“ უწოდა, რამაც მექსიკასთან დიპლომატიური დაძაბულობა გამოიწვია.

2026 წლის აგვისტოში, ოტავასთან სავაჭრო ომის ფონზე, მან ასევე ხელი მოაწერა განკარგულებას აშშ-ისა და კანადის საზღვარზე მდებარე ხუთი „დიდი ტბიდან“ ერთ-ერთის, ონტარიოს ტბის „ამერიკის ტბად“ გადარქმევის შესახებ.

მსგავსი