დონალდ ტრამპი - ჩვენ გვაქვს შეთანხმება მძევლების თაობაზე ახლო აღმოსავლეთში, მათ ძალიან მალე გაათავისუფლებენ
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მიღწევას გამოეხმაურა.
ტრამპის თქმით, მძევლები მალე გათავისუფლდებიან.
„ჩვენ გვაქვს შეთანხმება მძევლების თაობაზე ახლო აღმოსავლეთში. მათ ძალიან მალე გაათავისუფლებენ. გმადლობთ“, – წერს ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში.
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეული შეთანხმების შესახებ ოფიციალურად მომდევნო საათებში გამოცხადდება. შეთანხმება ითვალისწინებს ბრძოლის შეჩერებას ღაზის სექტორში, ასევე ისრაელიდან გატაცებული მძევლების და პალესტინელი პატიმრების ეტაპობრივ გათავისუფლებას.