დონალდ ტრამპი - ჩვენ გავიმარჯვებთ
დონალდ ტრამპი - ჩვენ გავიმარჯვებთ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამტკიცებს, რომ ზოგიერთ შტატში 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ხმების დათვლის დროს ბიულეტენები უფრო მეტი აღმოჩნდა, ვიდრე ამომრჩევლები, რომელთაც ხმა მისცეს.

„ზოგიერთ შტატში უფრო მეტი ბიულეტენი აღმოჩნდა, ვიდრე ამომრჩეველი, რომელმაც ხმა მისცა. ნუთუ ამას მნიშვნელობა არ აქვს? დამკვირვებლების ხელის შეშლა, ყალბი ბიულეტენები და კიდევ ბევრი დარღვევა. ასეთი მკაფიოდ არასწორი ქცევა. ჩვენ გავიმარჯვებთ!“ – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

შეგახსენებთ, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი მონაცემებით, დემოკრატიული პარტიის კანდიდატი ჯო ბაიდენი იმარჯვებს, თუმცა ტრამპი მარცხს არ აღიარებს და ამტკიცებს, რომ არჩევნები გაყალბდა.

დატოვე კომენტარი