დონალდ ტრამპი - ჩვენ გავასაჩივრებთ არჩევნების შედეგებს ყველა შტატში, სადაც ბაიდენმა გამარჯვებულად გამოაცხადა თავი
დონალდ ტრამპი - ჩვენ გავასაჩივრებთ არჩევნების შედეგებს ყველა შტატში, სადაც ბაიდენმა გამარჯვებულად გამოაცხადა თავი

ჩვენ გავასაჩივრებთ არჩევნების შედეგებს ყველა შტატში, სადაც ბაიდენმა გამარჯვებულად გამოაცხადა თავი, – ამის შესახებ განცხადება აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ გვერდზე გამოაქვეყნა.

„იურიდიულად გავასაჩივრებთ არჩევნების შედეგებს ყველა იმ შტატში, სადაც ბაიდენმა გამარჯვებულად გამოაცხადა თავი, რადგან ადგილი ჰქონდა საარჩევნო თაღლითობასა და ფალისფიცრებას.

არსებობს უამრავი მტკიცებულება, უბრალოდ შეხედეთ მედიას. ჩვენ გავიმარჯვებთ! ამერიკა უპირველეს ყოვლისა!“, – დაწერა „ტვიტერის“ გვერდზე დონალდ ტრამპმა.

შეგახსენებთ, ტრამპის საარჩევნო შტაბის წევრებმა უკვე მიმართეს სასამართლოს და ნევადაში, მიჩიგანსა და პენსილვანიაში ამომრჩეველთა ხმების დათვლის პროცესის შეჩერება მოითხოვეს. უისკონსინის შტატში კი ტრამპი ხმების გადათვლას ითხოვს.