დონალდ ტრამპი – ჩვენ ევროპის გვერდით ვართ, მიუხედავად მისი ნაკლოვანებებისა და სისუსტეებისა, თუმცა ევროპული ქვეყნები გამოსავლის პოვნას მალე თუ ვერ შეძლებენ, იძულებული ვიქნებით, მათ ჩამოვშორდეთ

10:45, 20.10.2026

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები ევროპის გვერდით დგას, მიუხედავად ევროპული ქვეყნების ნაკლოვანებებისა და სისუსტეებისა.

მისი თქმით, იმედი აქვს, რომ ევროპაში არსებული ვითარება დროებითი იქნება, თუმცა ქვეყნები პრობლემის მოგვარებას თუ ვერ შეძლებენ, ვაშინგტონი იძულებული გახდება, ევროპას ჩამოშორდეს.

„ჩვენ ევროპის გვერდით ვდგავართ, მიუხედავად მისი ნაკლოვანებებისა და სისუსტეებისა. იმედი მაქვს, იქ მიმდინარე მოვლენები დროებითი იქნება, რადგან ამას ვუყურებ და გაოცებული ვარ. ვხედავდი, რომ ეს მოხდებოდა. ამის ნიშნებს ათი წლის წინაც ვხედავდი. ეს უკვე მაშინ ხდებოდა. თუ ისინი გამოსავლის პოვნას მალე ვერ შეძლებენ, და გამოსავალი აუცილებლად უნდა იპოვონ, ჩვენ სხვა არჩევანი არ გვექნება, გარდა იმისა, რომ დავტოვოთ. სხვა არჩევანი არ გვექნება. ეს ძალიან სერიოზული ვითარებაა. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ იგივე ჩვენს ქვეყანაშიც მოხდეს“, – განაცხადა ტრამპმა.

მსგავსი