აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, მას რუსეთთან კარგი ურთიერთობები აქვს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ის რუსეთთან ერთად მუშაობდა ნავთობის საკითხზე.
„მე ტელეფონით ვესაუბრე რუსეთის პრეზიდენტს და საუდის არაბეთის მეფეს. ჩვენ ერთად მივაღწიეთ შეთანხმებას ნავთობთან დაკავშირებით. ეს შეთანხმება მათთვის და ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მოგეხსენებათ, რომ ამ საკითხზე მოლაპარაკება ჩიხში იყო შესული. მე ვიმუშავე პუტინთან და საუდის არაბეთის მეფესთან. პუტინი ნამდვილი ჯენტლმენივით მოიქცა, მეფეც შესანიშნავი იყო“, – განაცხადა ტრამპმა.
ნავთობის მსხვილმა მწარმოებლებმა „შავი ოქროს“ მოპოვების შემცირებაზე შეთანხმებას გასულ კვირას მიაღწიეს. შეთანხმების მიზანი მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის სტაბილიზაციაა.