დონალდ ტრამპი - ჩვენ არასდროს დავიხურებით
დონალდ ტრამპი - ჩვენ არასდროს დავიხურებით

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ არასდროს დაიხურება. ამის შესახებ მან თეთრ სახლში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომელიც სასწავლო პროცესის განახლებას შეეხებოდა.

„ჩვენ 130 ათასი გარდაცვლილი გვყავს. ვფიქრობ, შესაძლოა, გვყოლოდა ორ-ნახევარი ან სამი მილიონი. ჩვენ ფაქტობრივად ასობით ათასი სიცოცხლე გადავარჩინეთ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ამასთან, დონალდ ტრამპმა სკოლების გახსნის აუცილებლობაზე ისაუბრა. პრეზიდენტის თქმით, მისი ადმინისტრაცია შტატების გუბერნატორებზე ზეწოლას განახორციელებს, რომ შემოდგომაზე სკოლები გახსნან.

„ჩვენ ჩავაქრობთ ხანძარს, როდესაც ის გაჩნდება, თუმცა ჩვენ უნდა გავხსნათ ჩვენი სკოლები. ჩვენ არ ვიხურებით. ჩვენ არასდროს დავიხურებით“, – აღნიშნა მან.

ამავე დროს, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ზოგიერთ შტატში არის სირთულეები, რომელთა გადაწყვეტა ძირითადად გუბერნატორებზეა დამოკიდებული.