დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეაში ბირთვული გამოცდებისთვის განკუთვნილი პოლიგონის დახურვას მიესალმება
დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეაში ბირთვული გამოცდებისთვის განკუთვნილი პოლიგონის დახურვას მიესალმება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეის მიერ ბირთვული გამოცდებისთვის განკუთვნილი პოლიგონის დახურვას მიესალმება. დონალდ ტრამპმა განცხადება სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გააკეთა.

„ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ 12 ივნისის დიდი სამიტის წინ საცდელ პოლიგონს დახურავენ. მადლობა, ძალიან ჭკვიანური და თავაზიანი ჟესტია“, – წერს დონალდ ტრამპი.

პხუნგერის პოლიგონის დახურვის გეგმის შესახებ ინფორმაცია ჩრდილოეთ კორეის მედიამ გაავრცელა. დემონტაჟი 23-25 მაისს არის დაგეგმილი. მედიის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის მთავრობა ბირთვული საცდელი პოლიგონის დემონტაჟის ცერემონიაზე დასწრების უფლებას რუსეთის, ჩინეთის, სამხრეთ კორეის, აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს ჟურნალისტებს მისცემს. ამ მიზნით სპეციალური ჩარტერული რეისიც დაინიშნება, რომელიც პეკინიდან ჩრდილოეთ კორეის ქალაქ ვონსანში ჟურნალისტებს ჩაიყვანს.